გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა.
1758621091
საზოგადოებანატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა
ნატოში საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება. ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი...
1758619285
საზოგადოება2022-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა
2022-2024 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წ...
1758618585
საზოგადოებაარმაზ ახვლედიანი: საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა - არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“
„ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხა...
1758617500
საზოგადოებაკახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია - ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო
„წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ“, - განუცხადა დედაქალაქის...
1758614465
ახალი ამბებიალექსანდრე რაქვიაშვილი: ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას
„ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების დღეს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას. რაქვია...