ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი.

„პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს.

წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი“,- აცხადებს კუპრაძე.

ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება.

„თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758610786

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი...

დაკავება

1758610665

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად...

დაკავებადაკავება

1758608126

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე

„ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილი

1758605611

ახალი ამბები

ანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წი...

ანა წითლიძე

1758604520

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როგორც სრულდებოდა კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ, ასევე შესრულდება ყველა დაპირება, რომელიც განათლების, სპორტის პოლიტიკის ფარგლებშია გაცემული

თითოეული მოქალაქე შეძლებს და სპორტში, განათლებაში თვითრეალიზდება. ეს არის ის პირობა, რომელიც მერობის კანდიდატმა მისცა საზოგადოებას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თა...

დავით მათიკაშვილი