მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას - კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს, ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით

ოცდაათი წლის წინ, პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოსთვის გარდამტეხი გზა გაკვალა ქალთა და გოგონათა თანასწორობის, ღირსებისა და შესაძლებლობებისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას.
„დღეს, როდესაც ამ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ, კვლავ უნდა დავუბრუნდეთ პეკინის დაპირების შესრულებას. უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ მიღწეულ პროგრესზე, არამედ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც კვლავ არსებობს, ქალთა გაძლიერების, ინკლუზიისა და თანასწორობის დღის წესრიგის წინსვლის ფონზე.
მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას. კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს – ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანაც არ არის იმუნური. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციით. იქ მცხოვრებ ქალთა უფლებები მუდმივად ირღვევა, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ უზრუნველყოფს ქალების მნიშვნელოვან ჩართულობას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.
ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა სრული რეალიზაციისთვის.
ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში. უკვე 10 წელია ზედიზედ, საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, რაც უზრუნველყოფს საგრძნობ უცხოურ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ძალის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგით უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გაძლიერებული და განათლებული ქალები, რომლებიც ცოდნით, უნარებითა და თავდაჯერებულობით არიან აღჭურვილი, არამხოლოდ ოჯახების კეთილდღეობას უწყობენ ხელს, არამედ მომავალი თაობების წარმატებასაც.
თანასწორობა ვერ მიიღწევა იქამდე, ვიდრე ყოველი ქალი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს.
საქართველო აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გადაწყვეტაზე საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. თუმცა, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი - 38.2% - დუმს იმ ძალადობაზე, რომელსაც განიცდის. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს დუმილი. თითოეული სტატისტიკის უკან დგას ისტორია - ქალი, რომელიც სამართლიანობას ელის, გოგონა, რომელსაც შესაძლებლობა სჭირდება. თუ ნამდვილად გვინდა, რომ პატივი ვცეთ პეკინის სულისკვეთებას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქალი არ დარჩება, უხილავი ან დაუცველი ან ისე რომ მას არ მოვუსმინოთ.
დღეს წარმოთქმული სიტყვები უნდა გადაიქცეს რეალურ დაცვად, მდგრად გაძლიერებად და ხელშესახებ პროგრესად ყველასთვის.
ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი, სადაც თანასწორობა მხოლოდ მისწრაფება კი არა, არამედ ყოველდღიური რეალობა იქნება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1758611026
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...
1758610786
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი...
1758610665
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად...
1758608126
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე
„ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1758605611
ახალი ამბებიანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წი...