ანა წითლიძე: ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომლებსაც მელია ასახელებს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო მთავარი იდეოლოგი - ნიკა გვარამია.
წითლიძე ინტერესდება, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას და ვის საყვედურობს მელია, ვინაიდან, თუ 2021 წელს მან გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ იყო შეკრული, გაუგებარია, რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას.
„რაც დაწერა გარიგებასთან დაკავშირებით, მე ახლა მაინტერესებს - იმ წლებში, რა წლებსაც ნიკა მელია ასახელებს, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყვნენ, ხომ ვერ მეტყვით პარტიაში? - ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი და ხელმძღვანელი ამ ყველაფრის იყო ნიკა გვარამია, მათ შორის და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი საერთოდ ტელევიზიით ვიგებდით, ძალიან დიდი ბოდიში და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას? ანუ, 2021-ში ესენი მთავარი ტიპები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მთავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ და ჩვენ ვიგებდით მერე ამ ინფორმაციებს. ვის საყვედურობს მელია, 21-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა. რამ მოათმენინა, რა შუაშია აქ, რომ მიშა ციხეში იჯდა - ამის მერე, სანამ არ გააგდეს, როგორც თვითონ ამბობს, ჩუმად იყო?“, - განაცხადა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
1780232456
ახალი ამბებიბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორ...
1780231453
მსოფლიოზელენსკი: უკრაინამ IRIS-T-ის სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო
უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანა...
1780228680
ახალი ამბებიმერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო
მერაბ დვალიშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი ყოფილი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი ჰ...
1780227204
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
31 მაისს, დილის 5 საათსა 21 წუთზე, ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
1780226625
ახალი ამბებისამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლ...































