არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ

როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვის სისწორეში.

კითხვაზე - რა შეიცვლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გორდულაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი ოკუპირებული აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური პარტიების მიერ და შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სურთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების შემდეგ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და მათი საქმიანობა აიკრძალოს. ოპოზიციური არა, არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული ანტიკონსტიტუციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა რეალურად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თავიანთი საკითხები დააყენონ და მათ შორის, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ მათთან პოლემიკაში შევიდეთ და ჩვენ არ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან და რეალურად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური კამათი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1793981305

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.   ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

1793979272

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი