არჩილ გორდულაძე ელისაშვილის განცხადებაზე: პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, ჯანდაცვა, კეთილმოწყობა და ა.შ.

ჩვენ ვხედავთ, რომ „ლელოელები“, „ლელოელი ნაცები“ ზოგადად, სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში, იმას კი არ ჰპირდებიან მოსახლეობას, რა სიკეთეს გააკეთებენ, რა პროგრამები და პროექტები ექნებათ - არა, პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი გაათავისუფლებენ ყველა პატიოსან, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საჯარო მოხელეს და მხოლოდ პარტიული აქტივით დააკომპლექტებენ მთელს მერიას, რაც, სხვათა შორის, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკეთებული აქვს მაგალითად, წალენჯიხაში, 2021 წელს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ირაკლი კუპრაძე მერი გახდება, მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებიან, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ოპოზიცია პარტიული აქტივით საჯარო სამსახურის დაკომპლექტებას აპირებს და ისეთი მნიშვნელოვანი სამსახურების პარალიზება სურს, როგორიცაა ჯანდაცვა, დასუფთავება, კეთილმოწყობა.
მისივე განცხადებით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ქართველი ხალხი ეზიზღება და მათთვის პრობლემების შექმნა სურს.
„[წალენჯიხაში] ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, გათავისუფლდა სამსახურებიდან. ზუსტად ამას ჰპირდებიან თბილისშიც, რომ პარტაქტივითგაივსება საჯარო სამსახური, გაივსება მერია და შესაბამისად, მერე უკვე მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, არქიტექტურა, ზედამხედველობა. წარმოიდგინეთ გაჩერებული ქალაქი, სადაც ვერ იღებს სერვისებს თბილისის მილიონზე მეტი მოსახლე. ამას ჰპირდება „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას. ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომ ეზიზღებათ ქართველები, ეზიზღებათ საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი და მათ შორის, არჩევნებზეც პირდაპირ აცხადებენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, თქვენ შეგიქმნათ პრობლემები და თქვენს წინააღმდეგ ვიმუშაოთო. ეს არის კიდევ ერთი „ნაცური“ პარტიული აგენტურის გაცხადებული პოზიცია.“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1758626458
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურ...
1758624641
საზოგადოებაჭეიშვილი კუპრაძე-ელისაშვილის დაანონსებულ გაფიცვასა და აქციებზე: პარალიზების და კოლაფსის გარდა, საკუთარ ამომრჩეველს სხვას ვერაფერს დაჰპირდებიან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს მხოლოდ დესტრუქციულ პროცესებს ჰპირდება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტ...
1758622941
საზოგადოება„ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება - ირაკლი კუპრაძე სუს-ს და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს
„ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება - ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მაგალითად კი მოჰყავს ასეფჩირაგოვ...
1758621299
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტს, რიკარდო ლეონ-ბორხეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზები, სა...
1758621216
ახალი ამბებიგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში...