პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 72,1446 გრ. და 1,6074 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1758636290
საზოგადოებაჭეიშვილი ელისაშვილზე: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებისგან მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შემსრულებელი. სხვა ახსნა ამ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს
აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და „დაპირებას“ წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მ...
1758634598
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას - თავიანთ პარტიებს მიხედონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. „მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებ...
1758633747
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1758632466
საზოგადოებაგეკა გელაძემ დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გ...
1758628305
საზოგადოება4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....