ჭეიშვილი ელისაშვილზე: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებისგან მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შემსრულებელი. სხვა ახსნა ამ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს

აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და „დაპირებას“ წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც, თუკი ასეთი ამ განცხადების შემდეგ კიდევ დარჩა, ჰპირდებიან იმას, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და სრული კოლაფსი, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც ირაკლი კუპრაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა დააანონსა.
ჭეიშვილის განცხადებით, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი, შესაბამისად, ჰიპოთეზურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები ქალაქის სათავეში, ელისაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, ხომ არ აპირებენ ოპონენტები მუნიციპალური სამსახურების წმენდას და პარტაქტივის დასაქმებას, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს ბრძანებების, მათ შორის, გაფიცვის ბრმად შემსრულებელი.
„ჰიპოთეზურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ძალები და ეს ადამიანები თუნდაც ქალაქის მართვის სადავეებთან, თითის გატოკება არ დასჭირდებათ, თავისთავად მოხდება ეს პარალიზება, იმიტომ, რომ მათ არავითარი არც კომპეტენცია აქვთ, არც პროფესიონალიზმი და შესაბამის უნარები ჰყოფნით, რომ თავი გაართვან ეფექტიანად ქალაქის მართვას და განვითარებას. ნაცვლად იმისა, რომ მართლაც სიკეთეზე, განვითარებაზე ილაპარაკონ და შესაბამისი აქცენტები დასვან, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ თუკი ისინი გაიმარჯვებენ, ერთი მხრივ, რუსთაველი ქრონიკულად პარალიზებული იქნება და მეორე საერთოდ ამწვავებს ამ სიტუაციას და მთელ ქალაქს უქადის პარალიზებას. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ფუთავენ გაფიცვით. გაფიცვა რა არის, ეს ადამიანები ვერ ხვდებიან. რეალურად, გაფიცვა, ეს არის დასაქმებულის უფლება დამსაქმებლისადმი, რომ კონკრეტული მოთხოვნის კვალდაკვალ, განაცხადოს უარი საკუთარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ რაც მთავარია, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი. ესენი რას ამბობენ, რომ იძულების წესით მოახდენენ მთელი ამ მუნიციპალური აპარატის გაფიცვას? აქ მეორე ეჭვიც ჩნდება, რა თქმა უნდა, ისევ ჰიპოთეზურ კონტექსტში შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ხომ არ აპირებენ, მათ შორის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შემდგომში ბრმად შემსრულებელი შესაბამისი მითითებებისა, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობასთან მიმართებით. სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს. მათი ამომრჩეველი კარგად დაფიქრდეს, ვიდრე ამ კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილ ფიგურებს, რომლებსაც პოლიტიკოსებს ვერ ვუწოდებ, დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1758634705
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...
1758634598
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას - თავიანთ პარტიებს მიხედონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. „მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებ...
1758633747
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1758632466
საზოგადოებაგეკა გელაძემ დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გ...
1758628305
საზოგადოება4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....