4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს

 მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი - ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი რომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758626458

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურ...

ტიგრან ავინიან

1758626385

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ელისაშვილის განცხადებაზე: პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, ჯანდაცვა, კეთილმოწყობა და ა.შ.

 ჩვენ ვხედავთ, რომ „ლელოელები“, „ლელოელი ნაცები“ ზოგადად, სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში, იმას კი არ ჰპირდებიან მოსახლეობას, რა სიკეთეს გააკეთებენ, რა პროგრამები და პროექტები ექნებათ - არა...

არჩილ გორდულაძე

1758624641

საზოგადოება

ჭეიშვილი კუპრაძე-ელისაშვილის დაანონსებულ გაფიცვასა და აქციებზე: პარალიზების და კოლაფსის გარდა, საკუთარ ამომრჩეველს სხვას ვერაფერს დაჰპირდებიან

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს მხოლოდ დესტრუქციულ პროცესებს ჰპირდება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1758622941

საზოგადოება

„ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება - ირაკლი კუპრაძე სუს-ს და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს

 „ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება - ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მაგალითად კი მოჰყავს ასეფჩირაგოვ...

ირაკლი კუპრაძე

1758621299

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტს, რიკარდო ლეონ-ბორხეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზები, სა...

მიხეილ სარჯველაძე