არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის კვლევების შედეგების მიუხედავად, კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვს, რადგან ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანასთან შედარებით, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები განცხადებებს არა სტატისტიკაზე, არამედ ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით აკეთებენ.
„ქალბატონი მარტა კოსი საუბრობს, რომ მოლდოვა წინ არის საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მაია სანდუს თქმით, მოლდოვის ერთ-ერთი გაწევრიანების გზა ევროკავშირში არის, თუ შეუერთდება რუმინეთსო.
სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ, საკმარისია ევროკავშირის მიერ დაკვეთილი კვლევები და ანალიზის შედეგები, სადაც საქართველო გაცილებით წინაა, მთელ რიგ შემთხვევებში - იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტური დონე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პარლამენტის მიმართ დემოკრატიის ხარისხი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დონე.
ამ ყველაფერში საქართველო არა მხოლოდ წინ არის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც, მაგრამ კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანა უკეთეს შედეგებს დებს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა. ზუსტად ამ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება და თავისუფალი ხმის ამოღების შესაძლებლობა“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
1791275782
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებ...
1791274313
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები
4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ო...
1791273795
საზოგადოებაწიქარიშვილი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იცის, კამერა უყურებს, შეეცდებოდა კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთ...
1791272424
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: ფსევდორევოლუციურმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა და ის განცხადებები, ვითომ საქმე გვქონდა რაღაც ტიპის მშვიდობიან პროტესტთან, აბსოლუტურად გაქარწყლებულია
თორნიკე ჭეიშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს აფასებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებები, თითქოს 4 ო...
1791271429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით, კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით
„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთე...


























