შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“ და „კოდეინი“. ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. პროცესში, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთასამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1791271429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით, კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით
„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთე...
1791271414
ახალი ამბებიმსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი
თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „მარნეული ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვ...
1791270028
საზოგადოებასაქართველოს პირველი ლედი ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს შეხვდა და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა. საქართველოს პ...
1791269871
მსოფლიოილონ მასკი კვლავ ტრილიონერი გახდა
Forbes Real Time Billionaires-ის მონაცემებით, ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ქონებამ კიდევ ერთხელ გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფონდო ბაზრის გახსნისთანავე მისი კომპანიების...
1791269685
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დად...



























