გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართა.
შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 108 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.
ნათია იოსელიანმა მონაწილეებს არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო ამომრჩევლის როლსა და უფლებებს, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და დეზინფორმაციას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ცესკოს პრესსპიკერმა მონაწილეებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელშიც სიღრმისეულადაა განხილული აქტუალური საარჩევნო საკითხები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას, საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.
1791274313
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები
4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ო...
1791273795
საზოგადოებაწიქარიშვილი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იცის, კამერა უყურებს, შეეცდებოდა კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთ...
1791272424
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: ფსევდორევოლუციურმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა და ის განცხადებები, ვითომ საქმე გვქონდა რაღაც ტიპის მშვიდობიან პროტესტთან, აბსოლუტურად გაქარწყლებულია
თორნიკე ჭეიშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს აფასებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებები, თითქოს 4 ო...
1791271429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით, კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით
„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთე...
1791271414
ახალი ამბებიმსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი
თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „მარნეული ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვ...


























