წიქარიშვილი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იცის, კამერა უყურებს, შეეცდებოდა კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთხვევაში ბადრაგის წევრები შეეცდებოდნენ ვიდეოკამერისგან დაფარვას და ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტის გამო თვალს მაინც გააპარებდნენ კამერისკენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, ჩანდა თუ არა რაიმე.
„რაღაცები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა ეს ადამიანები [ბადრაგები] რასაკვირველია შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და მაღალი ალბათობით კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთ მომენტი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
1791270028
საზოგადოებასაქართველოს პირველი ლედი ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს შეხვდა და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა. საქართველოს პ...
1791269871
მსოფლიოილონ მასკი კვლავ ტრილიონერი გახდა
Forbes Real Time Billionaires-ის მონაცემებით, ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ქონებამ კიდევ ერთხელ გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფონდო ბაზრის გახსნისთანავე მისი კომპანიების...
1791269685
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დად...
1791267276
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი: რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და „სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი გამოდის, ბრალს აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, კაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!
„სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე „სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?,“- წერს „ნაციონალური მოძრ...
1791266172
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე: სისხლისღვრისკენ მსვლელობა, რასაკვირველია, საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ არის, კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ღრმად გაანალიზებული აქვთ
„სისხლისღვრისკენ ასეთი ინტენსივობით მსვლელობა, რასაკვირველია არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკი გ...



























