არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს.
მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტიკური მიზნებით.
„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილია ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.
მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, ორი უკურნებელი სენი სჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა, თუ არა მიხეილ სააკაშვილმა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციები იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება.
720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი როცა ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია, პოლიტიკური მიზანია მათ შორის აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, კონკრეტულად სიპერის, თუ შიფერის, უკაცრავად.
არათუ ფაშისტური გამონათქვამია, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, თუ არ არჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ახალისებენ ქსენოფობიას, ახალისებენ ექსტრემიზმსა და ფაშიზმს, არამედ პირდაპირ გამოთქვა კიდეც, თურმე „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტის ისტორიაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
1791454427
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...
1791452027
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...
1791451834
ახალი ამბებითურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...
1791450491
ახალი ამბებილაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...
1791449770
ახალი ამბებივარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...




























