დავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს

„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატების კომენტირებისას

მისი თქმით, საზოგადოებამ სამარცხვინო სურათი იხილა - მხოლოდ 20 ევროდეპუტატის მონაწილეობით „იყო კვლავ გაჟღერებული ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები“.

„სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ. ფაქტობრივად, ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, რომელშიც 720 დეპუტატი ეტევა, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო კვლავ გაჟღერებული ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები - იუკნევიჩიენე და საქართველოს დაუზიანებელი მეგობრები კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს. შესაბამისად, არის წარმოუდგენელი მსგავსი თავდასხმა, მსგავსი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791455673

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....

პენიტენციური სამსახური

1791454911

ახალი ამბები

სგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...

არადეკლარირებული ვერცხლი

1791454427

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...

ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1791452027

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...

ცოტნე ანანიძე

1791451834

ახალი ამბები

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...

მეწყერი