სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ. ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი. პროდუქცია შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. საწარმოში ასევე დარღვეული იყო სურსათის ეტიკეტირების წესები.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1791450491
ახალი ამბებილაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...
1791449770
ახალი ამბებივარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...
1791449036
მსოფლიოევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...
1791448940
საზოგადოებაპროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...
1791447630
ახალი ამბები9 ოქტომბერს შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლენს
ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე...



























