ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ გაუგებარია, რა პრეტენზიები აქვთ საქართველოსთან ცალკეულ ევროპარლამენტარებს.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი კონსტიტუციიდან არ ამოუღია, არც რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილა, საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები მოიპოვა, შესაბამისად, ევროპარლამენტარებს შეუძლიათ „წერონ და იკითხონ“ ახალი რეზოლუციები.

„ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ. რა უნდათ ვერ გავიგე.

„ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი?- არა.საქართველოს მთავრობის, ან მმართველი პარტიის რომელიმე ლიდერი ჩავიდა მოსკოვში?- არა.რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა საქართველოში?- არა.„ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან?- არა.საქართველომ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან?- არა.კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მარტო საქართველომ მიიღო?- არა.საქართველოში ბიზნესი ტერორის ქვეშ არის?- არა.შემდეგ.ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები?- „ქართულმა ოცნებამ“.ვინ მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან?- „ქართულმა ოცნებამ“.ვინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?- “ქართულმა ოცნებამ“.რა გინდათ?!წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია. წერეთ და იკითხეთ“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791454427

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...

ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1791452027

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...

ცოტნე ანანიძე

1791451834

ახალი ამბები

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...

მეწყერი

1791450491

ახალი ამბები

ლაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...

ლაშა ბექაური

1791449770

ახალი ამბები

ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...

ლენტი ლენტი