არჩილ გორდულაძე: ფიზიკურ პირს, იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი თუ დირექტორი, შეეძლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება

ფიზიკურ პირს შეეძლება როგორც პოლიტიკური აზრის გამოხატვა, ისე პარტიის დაფინანსება, თუნდაც ეს ფიზიკური პირი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან თანამშრომელი იყოს, თუმცა თავად იურიდიულ პირს პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ექნება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში "გრანტების კანონის" შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, სკოლაშიც კი ისწავლება ზოგადი ცოდნის გაღრმავებისა და მიღების კუთხით, რომ არსებობს ფიზიკური პირი, როგორც ცალკე სუბიექტი და არსებობს იურიდიული პირი, როგორც ცალკე სუბიექტი.

„იურიდიულ პირს თავისი პასუხისმგებლობები აქვს, ფიზიკურ პირს - თავისი. მაგალითად, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პარტია დააფინანსოს, მაგრამ მის დამფუძნებელს, რომელსაც დივიდენდის, მოგების სახით შეიძლება თანხა ჰქონდეს მიღებული და ეს უკვე მისი საკუთრებაა და არა მეწარმე იურიდიული პირის, შეუძლია დააფინანსოს ნებისმიერი პარტია, შემოწირულება განახორციელოს.

იგივე მოცემულობაა ამ შემთხვევაშიც - არავითარი განსხვავებული ლოგიკა აქ არ მოქმედებს. ფიზიკურ პირს - იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი, დირექტორი თუ ნებისმიერი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, შეეძლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს კანონით გათვალისწინებული წესით. ანუ ისე, რომ სხვისი უფლება არ შელახოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788675918

მსოფლიო

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...

​უიტკოფისა და კუშნერი

1788674447

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...

ამინდი ამინდი

1788641260

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...

ირანის ისლამური რევოლუცი

1788640783

მსოფლიო

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...

ევროკავშირი

1788637346

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის

„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...

ირაკლი ქადაგიშვილი