„ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება“- არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ღამის კურიერის“ ეთერში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განმარტავს, რომელიც განსაზღვრავს „გრანტის“ ახალ დეფინიციას, კრძალავს გარე ლობიზმს და ბიზნესის მხრიდან საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.

გორდულაძე ცვლილებებს გამჭვირვალობის გამკაცრების და უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს დაცვის აუცილებლობით ხსნის.

ამასთან, გორდულაძე განმარტავს ვისზე ვრცელდება და ვისზე არა „გრანტების შესახებ“ კანონი და მიიჩნევა თუ არა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები გრანტად.

„ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და წერტილი. რა მიიჩნევა გრანტად? - უცხოელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, შეცვლისკენ ან განხორციელებისკენ.

როდესაც ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნით ურიცხავს თანხას, რა თქმა უნდა, თანხას არ ურიცხავს იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს ან ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომელიც პოლიტიკის შეცვლისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა  გორდულაძემ.

კითხვაზე, ვინ ადგენს რა მიზნით რიცხავს ემიგრანტი თანხას? - გორდულაძე პასუხობს:

„წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ დადგენილი ფაქტია, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხათ და, ასევე, დადგენილი არის შესაბამისი მტკიცებულებით, რომ უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხა და პირდაპირი მითითებაა, რომ ამ თანხებიდან იყიდეთ პიროტექნიკა, ასევე, მასალები, რომლითაც შესაძლებელია დამზადდეს „მოლოტოვის კოქტეილი“.

მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არსებობს, ეს ქმედება უნდა იყოს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი? - რა თქმა უნდა. თუ არსებობს ინფორმაცია ან გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია კონკრეტული თანხები ჩარიცხულიყო პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად და ამ დასკვნამდე მივა მაგალითად, აუდიტის სამსახური, რომლის ვალდებულებაც არის ასეთი გრანტების შემოდინებაზე იყოს პასუხისმგებელი, თუ აღნიშნულ დასკვნამდე მივა, მიმართავს საგამოძიებო სამსახურებს, ისინიც დაიწყებენ გამოძიებას.

გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებს და არა გამომგზავნს. პირი, რომელიც მიიღებს გრანტს, მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791967550

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა

საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...

დავით მათიკაშვილმა.

1791964853

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ

„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...

არჩილ გორდულაძე

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი