ნიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თავკაცობით ხორციელდება, ეს არის ერთადერთი გზა, რომ აქ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რათა ქვეყანა განვითარდეს
ყველასთან გვინდა ურთიერთობა, ყველასთან გახსნილი ვართ, ეს იქნება დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შევწირავთ სხვა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ.
მისი თქმით, სანამ დიდი გადანაწილება რამენაირად არ გადაწყდება, საქართველო, განსაკუთრებით პატარა ქვეყნები, ტურბულენტურ სიტუაციაში იქნებიან.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ამაზე უნდა გავაჩენინოთ ჩვენ ინტერესი სხვადასხვა დიდ ქვეყანას. მათი ინტერესი თუ იქნება, იქნება ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა. არ გვაქვს ფუფუნება მხარე გამოვიჩინოთ.
ვფიქრობ, ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თავკაცობით ხორციელდება, ეს არის ერთადერთი გზა, რომ აქ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რათა განვითარდეს ქვეყანა და შევთავაზოთ ჩვენი თავი ეკონომიკურად დიდ ქვეყნებს“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...
1780944468
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან
ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...
1780942799
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული
ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...
1780942146
საზოგადოება„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლე...


























