არჩილ გორდულაძე: გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებზე საუბრობს.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ყოფილი ელჩი ფიშერი ანგრევდა.
„გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა თორემ სრულად გასული იყო დიპლომატიური ყველა ჩარჩოდან და სტანდარტიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ელჩი გერმანიაში,შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ისე, როგორც ეს შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვე-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
1784718737
საზოგადოებათავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან. თავდაცვის მ...
1784718455
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სან...
1784718112
საზოგადოება2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდის მიმდინარეობას თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის...
1784717742
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის...
1784716070
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გერმანულმა მხარემ იცის, რომ უსამართლობების მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ეს ყველაფერი გადავფურცლოთ და აღვადგინოთ ის პარტნიორობა, რაც ყოველთვის გვაკავშირებდა ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები ბ...


























