მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ჯენიფერ კინგსმანს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, სოციალური და ჯანმრთელობისა დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებს.

„მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ავსტრალიის პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯენიფერ კინგსმანმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ავსტრალიის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784720172

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრად...

მარიამ ქვრივიშვილი

1784718737

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან. თავდაცვის მ...

თავდაცვის მინისტრი

1784718455

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სან...

ლადო სადღობელაშვილი

1784718112

საზოგადოება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდის მიმდინარეობას თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის...

ააა

1784716208

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებზე საუბრობს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ყოფილი ელჩი ფიშერი ან...

არჩილ გორდულაძე