ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო

ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ვიზიტი ჩაშლილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, განცხადებები, რომელიც ეუთომ გააკეთა, ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამ ყველაფერს ამხელს. მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებაც, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც პარლამენტი ჰქვია. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან. ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრის მთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება“, – განაცხადა სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773220112

ახალი ამბები

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების...

საქართველოს მიწის რესურსები

1773219166

ახალი ამბები

შარმანაშვილი: 9 მილიონის პიჯაკი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბილ გეიტს არ ჰქონდეს, არათუ ვინმე სხვას... ასე რომ, „პიჯაკების საქმე“ არის ამ საქმის გასაბაიბურებლად მოგონილი ტერმინი

მმართველ გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილ...

თენგიზ შარმანაშვილი

1773218769

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - მარტა კოსი მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მისი მიზანია ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება

„მარტა კოსი იმ ბიუროკრატიას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისგან და ინტერესების მქონე ძალის მიერ არის მართული“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა...

არჩილ გორდულაძე

1773217058

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

12 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1773216986

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ, ობიექტურად ვინც მოგვიდგება, მათთან დიალოგისთვის მზად ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. როგორც შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს...

თენგიზ შარმანაშვილი