არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური

„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციური ქმედებები შეაფასოს.

„ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რატომ არის ეს ე.წ. პარტია არაკონსტიტუციური და მომავალშიც იგივე რომ არ გააკეთოს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს მისი არაკონსტიტუციური ქმედებები და ერთხელ და სამუდამოდ დროებით ოკუპირებული ოპოზიციური ველი ოკუპანტი ნაციონალური მოძრაობისგან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792699426

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792695782

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება - მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინირებული ნაბიჯები

„არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდ...

ეკა სეფაშვილი

1792692130

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის...

ოფიციალური ვახშამი

1792690361

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პრ...

ეკა სეფაშვილი

1792687295

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინი...

მაკა ბოჭორიშვილი