ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება დღეს გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავს მასპინძელი პრემიერ-მინისტრი.
დღეს, 23 ოქტომბერს, შანდორის სასახლეში - გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელზეც მიწვეულია 100-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, უნგრეთში 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 70 წლისთავს აღნიშნავენ. ბუდაპეშტში ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობითა და რევოლუციის ცეცხლის ანთებით გაიხსნა. ჩირაღდნებით მსვლელობას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მიუძღოდნენ. შეკრებილებმა ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზუსტად ის გზა გაიარეს, საიდანაც 70 წლის წინ სტუდენტური პროტესტი დაიწყო, რაც მეორე დღეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყებაში გადაიზარდა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ რევოლუციის მთავარი სიმბოლო - უნგრეთის დროშა ამოჭრილი შუაგულით, საიდანაც 1956 წელს დემონსტრანტებმა საბჭოთა გერბი ამოჭრეს.
1792692130
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის...
1792690361
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პრ...
1792687295
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა
ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინი...
1792686144
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...
1792682204
ახალი ამბებისაქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...































