არჩილ გორდულაძე: როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა „ნაცი“ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას
ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. წითლიძის განცხადებას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას ვერ გადაეჩვია.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს, ამ ტრაგედიებით სპეკულირებს და ამ ყველაფერს თავს არ არიდებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ნაცობა“ ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა.
როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა „ნაცი“ თავის საქმიანობას - ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას.
ტრაგიკომედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას, იმ პროკურატურას, იმ სამართალდამცავ ორგანოებს და იმ სისტემას, რომელიც ჩვენი გუნდის ძალისხმევით გაჯანსაღდა, არაერთი კონსტიტუციური, საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე.
საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი მწამებლური სისტემა და ამ სისტემის წარმომადგენლები ახლა საუბრობენ ადამიანების უფლებებზე.
მეგის ქარდავა რომ ადამიანის უფლებებზე დაიწყებს ლაპარაკს, ან ახალაიები რომ დაგვიწყებენ საუბარს - ადამიანების წამება არ შეიძლება და ასეთი რამე არ მომხდარაო, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომ გვესაუბრებიან პიედესტალიდან მაღალ მატერიებზე, ეს მათსავე ტრაგიკულ მდგომარეობას უსვამს ხაზს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1788788894
ახალი ამბებილევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული, დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
„წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადა. „ჩვენ...
1788788178
ახალი ამბებიყაბარდო-ბალყარეთში 11 ალპინისტი დაიღუპა
ყაბარდო-ბალყარეთის ბეზენგის ხეობაში ზვავი ჩამოწვა, რომლის ქვეშ ალპინისტთა ჯგუფი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 11 ალპინისტის დაღუპვის შესახებ. კიდე 6 ალპინისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაცი...
1788786673
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6126 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1788786107
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ თვალის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს მოეწონება თუ არა, ეს არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება
ქალბატონ კაია კალასს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ არ ელაპარაკებიან, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაც...
1788785375
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორ...































