ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული, დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
„წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადა.
„ჩვენ ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ეს ექვსი თვე, მგონია, რომ ათვისებული იქნება ალბათ სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ახლა, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა აქტიურად ვიგებ იმ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ რეფორმების გატარებასთან“, - აღნიშნავს სანიკიძე.
წამყვანის კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ პროცესებში ჩართული არ არის, სანიკიძემ მიუგო, რომ ეს ყველაფერი გამიჯვნასთან არ არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა, რომ დროებითი პაუზის აღება, მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
„ეს პროცესისგან გამიჯვნასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული ამ თვალსაზრისით. და მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს და ჯერჯერობით მიმაჩნია და ასე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად გულწრფელი ვარ, რომ რაღაცა ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება, მგონია, რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა“, - განაცხადა სანიკიძემ.
1788784404
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქს...
1788781295
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს. „გვექნება ორმხრივი...
1788779592
ახალი ამბებიპროკურატურა: „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის...
1788779005
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული პარტიის გამარჯვება იმაზე მეტყველე...
1788775182
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ეგოებს და ინტერესებს გადააყოლეს
„რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვაკვირდებით, არის მხილებასავით. გადის დღეები და შიგნით რა დინებებიც იყო, რა ცოდვებიც ჰქონდათ, სააშკარაოზე გამოაქვთ“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევა...































