ალექსანდრე დარახველიძე: მიგრაციის მიმართულებით შესაბამისი სამართლებრივი და საკანონმდებლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება სახელმწიფომ ძალიან დროულად დაიწყო

მიგრაციის მიმართულებით შესაბამისი სამართლებრივი და საკანონმდებლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება სახელმწიფომ ძალიან დროულად დაიწყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება.

დარახველიძის თქმით, მიგრაციული პოლიტიკა და მიგრაციული ნაკადების მართვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„ევროპაში ეს საკითხი ძალიან მტკივნეულად დგას, არა მარტო ევროპაში, ამერიკაში და ა.შ. არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ მასშტაბის პრობლემა არ გვიდგას, რაც ევროპას აქვს, მაგრამ ეს ისეთი პრობლემაა, თუკი დროული ჩარევა არ მოხდება და სახელმწიფოს არ ექნება ეფექტიანი პოლიტიკა მიგრაციული ნაკადების მართვისთვის, ამ შემთხვევაში ძალიან მალე შეიძლება დადგეს ის სავალალო შედეგები, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანას აქვს. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფომ ძალიან დროულად დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი და საკანონმდებლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება. ჯერ კიდევ გასულ წელს გვქონდა ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, როდესაც თავშესაფრის პროცედურა, რომელიც ერთ-ერთი „კარგი მექანიზმი“ იყო არალეგალური მიგრაციის ხელშესაწყობად, ეს საკითხები მოწესრიგდა. ამის შემდგომ შრომითი მიგრაციის საკითხებს ეხებოდა. საკმაოდ მტკივნეული იყო საზოგადოებისთვის, როდესაც საქართველოს მოქალაქეები კარგავდნენ სამუშაო ადგილებს და მათ ადგილზე უცხოეთის არაერთი მოქალაქე დასაქმდა. ბოლო ცვლილებებმა, მესამე ტალღამ, რომელიც 2026 წლის 25 ივნისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, მთლიანად შეცვალა მიდგომა ნებართვების მხრივ, ვგულისხმობ ბინადრობის ნებართვებთან მიმართებით“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788788178

ახალი ამბები

ყაბარდო-ბალყარეთში 11 ალპინისტი დაიღუპა

ყაბარდო-ბალყარეთის ბეზენგის ხეობაში ზვავი ჩამოწვა, რომლის ქვეშ ალპინისტთა ჯგუფი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 11 ალპინისტის დაღუპვის შესახებ. კიდე 6 ალპინისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაცი...

ყაბარდო-ბალყარეთში

1788786673

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6126 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

იტალია

1788786107

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ თვალის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს მოეწონება თუ არა, ეს არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება

ქალბატონ კაია კალასს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ არ ელაპარაკებიან, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაც...

ნიკოლოზ სამხარაძე

1788785375

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორ...

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

1788784404

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქს...

ნიკოლოზ სამხარაძე