არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ უცვლელი, ერთპიროვნული და „ტირანი“ (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

გორდულაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იცის, რომ ახალი კანონის პირობებში ის ვეღარ შეძლებს კანონის გვერდის ავლას მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, შესაბამისად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებთან გამოგზავნილ თანხებთან დაკავშირებით.

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა.

„საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ უცვლელი, ერთპიროვნული და „ტირანი“ (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს. როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არცერთი თეთრის გასაჯაროება არ უნდა.

სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, პატრონის დავალებით საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეტშიც კი გადარეგისტრირდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ შეძლებს ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტა კოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, იცის რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს.

ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებელ ფულზე და წერტილი. გარედანდაფინანსებული „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ მსგავსი პირების ხელის შეშლის მცდელობების მიუხედავად, მაინც შევძლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, გავატაროთ რეფორმები, ვიზრუნოთ ეკონომიკის გაზრდაზე, სოციალური საკითხების გადაჭრაზე და საქართველოზე, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა, ხოლო ასეთი ხალხისთვის - მხოლოდ წარწერა ჯიბეში ჩადებულ პასპორტზე“,- წერს არჩილ გორდულაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769845115

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!

„თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ლევან მაჭავარიანი

1769843398

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს, - ამის შესახებ ი...

დაკავება

1769842900

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს და...

დაკავება, პოლიცია

1769840968

ახალი ამბები

მიგრაციის სამსახურმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექს...

მიგრაციის დეპარტამენტი

1769840690

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციები დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთით დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.   მათივე ცნობით, დაიბომბა „ჰეზბ...

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციები დაბომბა