ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის, ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ

„ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში 7-ჯერ არის გაზრდილი.

„საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს შუა დერეფნის პროექტის მიმართულებით. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ხერხემალი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან ერთად, რომელიც ძალიან ახლო პარტნიორია. სამაგალითოა ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იხელმძღვანელოს, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა და მეზობლობა ერთდროულად. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალ დონეზე განვავითარეთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო საგზაო მაგისტრალები. დაახლოებით 5-ჯერ მეტი ავტომაგისტრალია გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში. მაშინ ზეიმობდნენ და ჩვენ ხმაურითაც არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ საქმეს, ჩვენს სამშობლოს სჭირდება და მაგიტომ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. აქვე არის აეროპორტების გაფართოების, ახალი აეროპორტის აშენების საკითხი. ასევე უნდა აღვნიშნოთ ანაკლიის პორტის საკითხიც, რომლის გაღრმავებითი სამუშაოებიც ისევ გაგრძელდა. ასევე განახლებული რკინიგზა შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს.

ბაქო-თბილისი- ყარსის განახლებაც მოხდა, რომელიც უკვე ბოლოშია გასული. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამტარუნარიანები ვიყოთ დიდი რაოდენობის ტვირთის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 7-ჯერ არის გაზრდილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია, სუეცის არხი არაა სანდო დერეფანი. ერთადერთი უსაფრთხო კორიდორი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. შესაბამისად, ჩვენ ამით მაქსიმალურად ვისარგებლებთ და ტვირთბრუნვის გაზრდილი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ და ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც უფალმა მოგვანიჭა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775745860

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი! ეროვნული მოძრაობის დამრბევი! მტრის მეხუთე კოლონის ბელადი და ტვ.საროსკიპოს სალარო! შინ ევროსკავშირში

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მამუკა ხაზარაძე! უტიფრობის სიმბოლო! 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი!ლენინის კომკავშირის მდი...

კინორეჟისორი

1775744247

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

	ლევან მაჭავარიანი

1775743248

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება

რაც ვიხილეთ სამარცხვინოა და, სამწუხაროდ, ეს პირველი წელი არაა, როდესაც რადიკალი აქტივისტების მხრიდან ასეთი ქცევა ვიხილეთ. ეს უკვე მათი სტანდარტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად ასეთ დღეებში, როდესაც მ...

ლევან მაჭავარიანი

1775741558

ახალი ამბები

მეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღ...

მეუფე შიო

1775739366

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ

„პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომა...

ირაკლი ქადაგიშვილი