მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები.

„აღსანიშნავია ეს ვიზიტი, რადგან პირველი შესაძლებლობა მქონდა მინისტრის რანგში ვწვეოდი ბულგარეთს და მქონოდა შეხვედრები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. შევხვდი ვიცე-პრემიერს, ასევე მოკლე გასაუბრება მქონდა პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის აქტუალური წარმართვა როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში და, რა თქმა უნდა, ის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება, რაც სჭირდება ორივე ქვეყანას. ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება მოხდეს და საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური, პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ის ქვეყანაა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, სწორედ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. თავად ეს ვიზიტი განხორციელდა სოფიის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ასევე გეგმავს გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში და მჭიდრო თანამშრომლობას მომავალში საქართველოსთან. ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ დაკავშირებადობის საკითხზე, რეგიონის გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის ნაწილში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793027834

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. მანამდე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რო...

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

1793026872

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით...

გიორგი პატარიძე

1793022786

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე, ჩატარდა 9 არჩევნები, ოპოზიციამ შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, მთელ რიგ შემთხვევებში, უარი თქვა და ამ გზით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს კონ...

არჩილ გორდულაძე

1793021748

ახალი ამბები

მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმ...

მაია ბითაძე

1793020413

საზოგადოება

ფოთში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...

შემთხვევები