ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად

ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, რათა 14-წლიანი ჩაკეტილი წრე და მომდინარე ანტიკონსტიტუციური ქმედებები სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

მისივე თქმით, ხელისუფლების სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, საბოლოო გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა მიიღოს.

„ბატონი არჩილის მხრიდან ხაზგასმული და უკვე ჩამოყალიბებული იყო ის ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რომლებიც ინდივიდუალურად, კოლექტიურად და ჯამშიც მიესადაგება იმ პარტიებს. საბოლოო ჯამში, ყველა თანამოზიარეა ამ ყველაფრის, ვინაიდან ისინი მოქმედებენ როგორც ერთიანი ძალა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონფიგურაციით არიან მოვლენილები თავიანთი საერთო გარე ხელმძღვანელობის მხრიდან.

ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება. ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციურები, არალეგიტიმურები, იმართება ყველაფერი რუსეთიდან და მსგავსი აბსურდები, რასაც ჩვენ უკვე დავაკვირდებით 14 წლის განმავლობაში და მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, ისინი არიან არალეგიტიმურები და მათი მთლიანი მოღვაწეობა ეფუძნება არაკონსტიტუციურ ქმედებებს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უნდა გადაწყდეს და ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო არის სწორედ ის ორგანო, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს და უნდა გადაწყდეს თუ ვინ არის ამ ორი მხარიდან არაკონსტიტუციური.

თუ მათ ჰქონდათ რაიმე ტიპის არგუმენტები ამდენი წლის განმავლობაში და რაიმე ტიპის მტკიცებულებები, ისინი აუცილებლად დაიწყებდნენ ამ პროცესს და თავად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი ბრალდებები არის მხოლოდ აბსურდზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი არ აქვთ, მხოლოდ რაღაც აღქმების თეორიების შექმნაა. ამ ყველაფრის შინაგანი რწმენაც არ გააჩნდა და შესაბამისად, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ჩვენ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ჩვენი სარჩელი არის გამყარებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, იმ გადაწყვეტილების, რაც ჩვენი სურვილია.

ყოველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი ამგვარად გვაქვს შეტანილი, ჩვენი სურვილია, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793033854

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი

ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793032526

საზოგადოება

გორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილი ამტკიცებდა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, არ არსებობდა წამება, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია საზოგადოებას ეს მწამებლური რეჟიმი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკ...

არჩილ გორდულაძე

1793030302

საზოგადოება

სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა

ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ბრალდებული ექსპრზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დედამისმა გიული ალასანიამ ლიზა იასკოსა და მი...

მიშა

1793027834

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. მანამდე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რო...

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

1793026872

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით...

გიორგი პატარიძე