მიხეილ ყაველაშვილი: რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, შეგვიძლია, დედაეკლესიასთან ერთად ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია
„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ზემო აჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, დღეს მართლაც ზეიმით არის აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედაეკლესიისა, ნათლისღება მიიღო, მართალაც უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენთაგანში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა აჭარაში, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.
მისი თქმით, დღეს ხარობს მთელი ერი და ქვეყანა.
„სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა. სწორედ აქ მოხდა ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ ქრისტიანული სარწმუნოების პირველად ქადაგება, სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, იმ ღირებულებისა, რომელსაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ვიცავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1 700 წელს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებასა.
ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველო არის ერთიანი სხეული, ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებითაა აღსავსე, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი. არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების და არც ჩვენი ტრადიციების მიმართ უხეშ მოქცევას მომხდურის მხრიდან. ეს არის ჩვენი რაობა, ჩვენი არსი ცხოვრებისა თუ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ამას ყველაფერს უზრუნველყოფს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ვის გარშემოც ვართ გაერთიანებული მთელი საქართველო.
უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი ზემო აჭარლების მიმართ, რადგან ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა, სამშობლოსადმი სიყვარული და დღეს სწორედ ეს პროცესია. დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელსაც მთელი საქართველო გავდივართ სწორედ აქ, ჩვენს ზემო აჭარლებთან ერთად, უნდა გავიაროთ მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები, მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში მისი აზრი ცხოვრებისა და ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე, რომ უნდა ვიყოთ ქრისტეს ჯარისკაცები, უფლის საფარქვეშ. თუ, ასევე, დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით. რაც უფრო მეტად დავშორდებით, უფრო მეტი გვექნება გამოწვევაც და ასე ვთქვათ პრობლემებიც. ეს არის ჩვენი ისტორიის მთელი არსებობის გამოცდილება, ეს გვასწავლა ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ და სხვა გზაც არ გვაქვს, რომ სხვანაირად მოვიქცეთ.
რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს დედაეკლესიასთან ერთად, რომ ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. უდიდესი ბედნიერებაა დღეს თქვენი ხილვა ამ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ მხარეში. ეს არის დღეს ჩვენი ერის დღესასწაული, მთლიანი საქართველოსი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული, არ შეიძლება, რომ ის განსხვავებული იყოს და ეს განსხვავებულობა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა, უნიკალური, როგორც ჩვენი ქართული პოლიფონიაა, ასევე განსხვავებული ტრადიციები, ხასიათი, ჩვენი კულტურა და ეს პირიქით, აძლიერებს და კრავს ჩვენს მართალაც უნიკალურ ერს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
1792935646
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქველმოქმედებისა და განვითარების გარეშე
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდ...
1792933507
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზი...
1792932146
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ...
1792929886
სპორტიანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრი მოიგეს
საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს. წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 77.34 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში -127.31,...
1792928036
ახალი ამბებიშიო მესამე: გვახსოვდეს, რომ არასდროს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება, უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს
„გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება“, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგე...































