თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს ამხელს.
მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებს არ უკავშირდება და მიზნად იდეოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს ისახავს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და ლგბტქ+ დღის წესრიგთან ასოცირებული პირების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენას გულისხმობს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსები მათი საქმიანობით უნდა შეფასდნენ და მათი პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცული უნდა იყოს.
„დღეს დაგეგმილი საპროტესტო შეკრება გარე ძალების ხელწერას შეკრებამდე ამხელს.
„დიფ სთეითის“ სტრატეგია უცვლელია - ამ ძალას სურს ქვეყნებში კულტურული ტრანსფორმაცია შეძლოს და, მაგალითად, ლიბერალური ღირებულებების, ლგბტქ+ წარმომადგენლები პოლიტიკურ ლიდერებად აქციოს, რათა მათ მარტივად მოახდინონ გავლენა ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაზე.
ლიდერებად ისეთი პერსონების დასმა, რომლებიც ასახავენ „ლგბტქ+“ დღის წესრიგს ან მასთან ასოცირდებიან, ამ ცხოვრების წესისა და ღირებულებების ნორმალიზებას ამარტივებს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს არა მხოლოდ მისაღები, არამედ იმდენად ლეგიტიმურია, რომ მსგავს ფიგურებს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პლატფორმებზეც კი შეუძლიათ საკუთარი პირობებისა და დღის წესრიგის კარნახი.
ეს არის კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსია, რომელიც ტრადიციული ფასეულობების ჩანაცვლებას და საზოგადოების საფუძვლების რღვევას პოლიტიკური ინსტრუმენტებით ცდილობს და, შესაძლოა, დადგა დრო, „დიფ სთეითის“ მიერ ეს მეთოდიც გამოიცადოს საქართველოში.
სამართლებრივ სახელმწიფოში, მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის პოლიტიკოსის, პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცულია ხელშეუხებლობის უფლებით და, ვფიქრობ, ყველა პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, მისი პოლიტიკური აქტივობითა და საქმიანობით უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ არის გარკვეული ვარაუდები.
სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს სრულად ვიზიარებ და ამ საკითხს ამ კუთხით არ ვეხები.
მე მსურს, დავფიქრდეთ იმაზე, რომ მოთხოვნები, თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის შესახებ, მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს რეალურად. საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე გაცილებით სიღრმისეული - იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები.
დღეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი ძალა, არის „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე, რადგან ამ ძალას ვერ ჰპატიობენ იმას, რომ ბოლომდე გაიშიფრნენ გარე ძალები მათი მოქმედების სტრატეგიებით და, წინამორბედისგან განსხვავებით, ამ ძალამ უარი თქვა „დიფ სთეითთან“ თანამშრომლობაზე და მათთვის ქართული სახელმწიფოს გადაფორმებაზე „ევროპული მეთოდით“.
მაფიქრებს გარე ძალების მიერ პოლიტიკურ არენაზე სხვადასხვა ნიშნით შერჩეული და გამოყვანილი აქტორები. აქ, აქციის მასშტაბებთან შედარებით, საყურადღებოა მათი რეალური დანიშნულება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
1792928036
ახალი ამბებიშიო მესამე: გვახსოვდეს, რომ არასდროს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება, უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს
„გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება“, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგე...
1792925967
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონ ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდომაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. „გეი აღლუმი“
„ლგბტქ“ თემების წინ წამოწევა ხშირად უკავშირდება გარე მხარდაჭერასა და ფინანსურ რესურსებს, (გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური ლიდერების შეკრება ბრიტანეთის საელჩოში) ხოლო საპროტესტო აქციები, რომლე...
1792924351
ახალი ამბებიშაკო ჩაჩანიძე: დღეს, ღიად გეი ნიკა გვარამიას დაანონსებულ აქციაზე ვინც მივა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს გეი პარადში და სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია!!!
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც აქციაზე მივა, წინასწარ უნდა იცოდეს, მონაწილეობს გეი პარადში. მისი თქმით, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ა...
1792921615
ახალი ამბებითავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი...
1792919281
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე: არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ...































