შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საყოველთაო ნათლობას დაესწრო.
ნათლობის საიდუმლო უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
შალვა პაპუაშვილმა, საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, საყოველთაო ნათლობაზე შეკრებილებს მიმართა და დღევანდელი დღე ახალმონათლულებს მიულოცა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა.
მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ ვინც დღეს ეკლესიის წევრები გახდით და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ეს ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი.
სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღვნიშნავთ, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის - 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან წელს კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე.
მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს - თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ ასევე კუთვნილებაც. თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო. ამიტომ, მინდა ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საეკლესიო მსახურებას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
საყოველთაო ნათლობამდე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ აღავლინა.
ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
1792936203
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციებზე: ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო?
ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო? რომელიმე ევროჩინოვნიკმა ხმა ამოიღო? არა, მაგრამ სა...
1792935646
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქველმოქმედებისა და განვითარების გარეშე
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდ...
1792933507
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზი...
1792932146
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ...
1792929886
სპორტიანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრი მოიგეს
საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს. წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 77.34 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში -127.31,...































