აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს - თეთრი სახლის პრესსპიკერი
„არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს!“- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ამ განცხადებით, ნედ პრაისი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აპრილში რუსეთთან მიერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს.
ნედ პრაისის შეფასებით, რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიოა - "მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესია მიუღებელია და ამას დასავლეთისგან მტკიცე პასუხი მოჰყვება".
"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე, ისევე როგორც აშშ-მ არ აღიარა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმში უკანონო შეჭრა და ანექსიის მცდელობა და ისევე, როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, რომ ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონები. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ასევე საინტერესოა:
1791447630
ახალი ამბები9 ოქტომბერს შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლენს
ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე...
1791446957
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან
„პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეო...
1791446562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას
„ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი...
1791444854
ახალი ამბებისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
1791443606
ახალი ამბები„ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს – არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მომღერალ მიშო სულუხიაზე
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მ...




























