"ვის ვუჭერთ ამ ომში მხარს ? თორნიკე რიჟვაძეობა მინიმუმ უხერხულია" - ვახო სანაია გოგა ჩანადირს აკრიტიკებს
ჟურნალისტი ვახო სანაია ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს ვოლოდიმირ ზელენკის გამო ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო აკრიტიკებს და წერს:
"გოგა ჩანადირმა დაწერა სტატუსი, სადაც ზელენსკის აკრიტიკებს ელჩის გაწვევის გამო
ჯერ ერთი, მკაფიოდ ითქვა, რატომ გაიწვია ელჩი.
საუკეთესო შემთხვევაში, სტატუსის ავტორს წარმოდგენა არა აქვს, რა განაცხადა ზელენსკიმ, რატომ გაიწვია ელჩი.
მაგრამ ერთი წუთით დავანებოთ ამას თავი და ყურადღება გავამახვილოთ, რა წერია ამ ამონარიდში.
არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ ეს სტატუსი ზუსტად არ იმეორებდეს ,,ქართული ოცნების" პროპაგანდას. რაც იგულისხმება გოგას ტექსტში, იმას ვუპასუხებ.
"არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა?"
მოლდოვა - ნეიტრალური სახელმწიფოა .
ჩინეთი - უზარმაზარი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას საჯაროდ დაუჭირა მხარი, რეალურად კი რატომ უნდა გამოიწვიოს ელჩი ჩინეთიდან ამ ეტაპზე, როცა ამ სახელმწიფომ შეიძლება, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. პეკინი ელოდება მოვლენების განვითარებას. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ზელენსკი უსაფრთხოების გარანტორად მოიაზრებს.
ბრაზილია - ასევე უზარმაზარი სახელმწიფოა და სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
არგენტინა - იგივე ვითარებაა, რაც ბრაზილიის შემთხვევაში.
ყაზახეთი - იქ რუსეთმა სისხლისღვრა მოაწყო უკრაინაში ომამდე, ჩამოიცილა ნაზარბაევი, რომ სრული კონტროლი დამეყარებინა. ახლა ყაზახეთი სრულად ექვემდებარება რუსეთის დიქტატს.
სომხეთი - სრულად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. რუსული ბაზები უდგას ერევნისავე თანხმობით. მოსკოვის სატელიტი და მოკავშირეა. ამ კონკრეტულ მომენტში ოდეკებეს თავმჯდომარე ქვეყანაა. რა აზრი აქვს იქიდან ელჩის გაწვევას.
ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეთ, ვართ უკრაინის მოკავშირე თუ არა ?
ვის ვუჭერთ ამ ომში მხარს ?
თორნიკე რიჟვაძეობა მინიმუმ უხერხულია",- წერს სანაია.
რა დაწერა გოგა ჩანადირმა? ვრცლად ბმულზე 👇
1791446562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას
„ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი...
1791444854
ახალი ამბებისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
1791443606
ახალი ამბები„ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს – არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მომღერალ მიშო სულუხიაზე
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მ...
1791443292
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთ...
1791441362
ახალი ამბებიდღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგ...




























