აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება ტურისტულ ვიზებს არ ეხება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდიდან (Travel. State. Gov):

ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ
ბოლო განახლება: 2026 წლის 14 იანვარს.

პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.

2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის:

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის საელჩო ასევე აქვეყნებს ხშირად დასმულ შეკითხვებს და შესაბამის პასუხებს.

„ხშირად დასმული შეკითხვები:

რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

არსებობს თუ არა გამონაკლისები?

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია“, - განმარტავს საელჩო.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768463961

ახალი ამბები

დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ იქ რეჟიმი დაემხობა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მისმა მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ ირანის რეჟიმი დაემხობა. როგორც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხ...

დონალდ ტრამპი

1768463432

მსოფლიო

Sky News: საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის...

 ერფან სოლტანი

1768462776

ახალი ამბები

2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს...

რუსთაველის გამზირი ახალი წელი

1768461595

მსოფლიო

ირანში ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, გათიშულია

კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს NetBlocks-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა 156 საათზე მეტია, არ აქვთ. NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ...

ირანში ინტერნეტი

1768460631

ახალი ამბები

რუსეთიდან გასულმა „კოკა-კოლამ“ ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე და...

კოკა-კოლა