ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია
2025 წელს საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 2024 წელთან შედარებით 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთში გაიყიდა, სადაც 6,8 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული. მეორე ადგილზე გერმანია - 1,3 მლნ ლიტრი, შემდეგ ლატვია - 1,2 მლნ ლიტრი, ლიეტუვა - 703,5 ათასი ლიტრი, დიდი ბრიტანეთი - 327,7 ათასი ლიტრი, ესტონეთი 271 ათასი ლიტრი და ა.შ.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია: 2025 წელს ექსპორტირებული იყო 133 ათასამდე ლიტრი; ზრდამ 2024 წელთან შედარებით 63% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. ევროპის ქვეყნებიდან ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე პრიორიტეტულია სკანდინავიის ქვეყნები,სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენებში.
1768462776
ახალი ამბები2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს...
1768461595
მსოფლიოირანში ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, გათიშულია
კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს NetBlocks-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა 156 საათზე მეტია, არ აქვთ. NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ...
1768460631
ახალი ამბებირუსეთიდან გასულმა „კოკა-კოლამ“ ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა
ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე და...
1768459762
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფო...
1768459470
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით - 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული წარს...































