სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
„სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
1768464081
საზოგადოებაევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია
2025 წელს საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 2024 წელთან შედარებით 7%, ხოლო რაოდენობ...
1768463961
ახალი ამბებიდონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ იქ რეჟიმი დაემხობა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მისმა მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ ირანის რეჟიმი დაემხობა. როგორც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხ...
1768463432
მსოფლიოSky News: საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის...
1768462776
ახალი ამბები2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს...
1768461595
მსოფლიოირანში ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, გათიშულია
კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს NetBlocks-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა 156 საათზე მეტია, არ აქვთ. NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ...





























