2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.

„ვიმედოვნებ, რომ „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიებების მოწყობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი.

მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული „საახალწლო სოფლისკენ“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე და თავიდან აგვეცილებინა ექსცესები. განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულები იყვნენ „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში.

მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელია. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევუქმნით საახალწლო, ჯადოსნურ განწყობას თბილისელებსა და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს, უპირველესად, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა, ასევე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768463432

მსოფლიო

Sky News: საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის...

 ერფან სოლტანი

1768461595

მსოფლიო

ირანში ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, გათიშულია

კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს NetBlocks-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა 156 საათზე მეტია, არ აქვთ. NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ...

ირანში ინტერნეტი

1768460631

ახალი ამბები

რუსეთიდან გასულმა „კოკა-კოლამ“ ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე და...

კოკა-კოლა

1768459762

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფო...

შსს

1768459470

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით - 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული წარს...

დაკავებადაკავება