ავარია ბორჯომში - მიკროავტობუსის ამოტრიალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა (ფოტორეპორტაჟი)
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 24 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან. ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ 7 ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.
მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წარო:ტვ ბორჯომი
1793271820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა
„სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა...
1793269330
საზოგადოებამუსტაფა თურქერ არი: 103 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკას, დღეს კი საქართველო და თურქეთი მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ...
1793268992
საზოგადოებაბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის...
1793268424
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ...
1793266480
საზოგადოებაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკ...


























