ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.
„სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშირებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
1793262796
ახალი ამბებიდავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...
1793261291
საზოგადოებაკახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ
მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...
1793260379
საზოგადოებაკახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე...
1793260187
საზოგადოებაგიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი
„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...
1793257114
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს...



























