მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 85-წლიანი ისტორია საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში დადებითი წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.

„დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793262796

ახალი ამბები

დავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...

დავით კიკნაძე

1793261291

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...

კახა კალაძე

1793260379

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე...

კახა კალაძე

1793260187

საზოგადოება

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...

კახიანი

1793257114

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს...

 უაქციზო სიგარეტი