ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი: საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ
„მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.
წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.
1778574846
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ...
1778573610
ახალი ამბებიკომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელი: საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა ზრდადია - ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს
„ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“...
1778573488
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ჩატა...
1778573073
ახალი ამბებინაცმოძრაობის ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე - აი თქვენი დედაც მოვ@@@ნ რა...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნარსია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკპოსტს აზიარებს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლოცვებში სხ...
1778571810
ახალი ამბებიყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია
ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურე...































