„დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას“ - კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის ამბავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. მსურს, დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა იმ მსახურების გამო, რომელიც უფალმა, მართალთა ნაბიჯების წარმმართველმა (ფსალმ. 37,23), მოგანდოთ.
ღვთიური განგებულებით, თქვენ მოწოდებული ხართ ახალი და უფრო მომთხოვნი ფორმით, წმინდა სინოდის წევრ თქვენს ძმა ეპისკოპოსებთან ერთად, დამწყემსოთ იესო ქრისტეს სამწყსო, უფლის მაგალითით, რომელიც „თავის სულს დადებს ცხვართათვის“ (იოან. 10,11), რათა საქართველოს ეკლესია გაიზარდოს ერთიანობაში, სიწმინდესა და ქველმოქმედებაში. საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მისი მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებითაა გაბრწყინებული, დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთიანობის იმ საკვრელებს, რომლებიც სულიწმიდის ნიჭით რეალურად, თუმცა ჯერ კიდევ არა სრულად, აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა სულ უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოან. 13,34). მამა ღმერთს ვევედრები, რომ ქართული მიწის წმინდანთა მეოხებით, უფალმა, თქვენზე უხვად გადმოავლინოს თავისი კურთხევა.
გპირდებით, რომ მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში და კვლავ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას“, - ნათქვამია კარდინალი კურტ კოხის განცხადებაში.
1778576574
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა
აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლ...
1778575187
ახალი ამბები„374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა“- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებ...
1778575000
ახალი ამბებიავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი: საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ
„მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბ...
1778574846
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ...
1778573610
ახალი ამბებიკომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელი: საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა ზრდადია - ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს
„ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“...




























