კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელი: საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა ზრდადია - ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს
„ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელმა თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მარიამ ქვრივიშვილისა და მოადგილის, თამარ იოსელიანის საავიაციო სექტორთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
როგორც „დისქავერის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს, შედეგად, საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა იზრდება.
„რამდენიმე მიმართულებით პოზიტიური სიახლეები უკვე გვაქვს. თუ გარკვეული ავიაკომპანიები, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კვირაში სამი რეისის ნაცვლად მხოლოდ ერთს ასრულებდნენ, ახლა უკვე ორ სიხშირეზე გადადიან. მაგალითად, ავიაკომპანია flyDubai ეტაპობრივად ზრდის ფრენების რაოდენობას. ანალოგიურად, იმედის მომცემი სურათია საუდის არაბეთის მიმართულებითაც.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირიდან Flynas-ი კვირაში ორ რეისზე გადავიდეს. დადებითი ინფორმაცია გვაქვს ქუვეითური ავიაკომპანიებიდანაც - 17 მაისიდან Jazeera Airways-ი თბილისის მიმართულებით აახლებს ფრენებს, ბათუმში ოპერირებას კი მაისის ბოლოდან შეუდგება“, - განაცხადა თეიმურაზ ბუზალაძემ.
1778573488
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ჩატა...
1778573073
ახალი ამბებინაცმოძრაობის ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე - აი თქვენი დედაც მოვ@@@ნ რა...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნარსია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკპოსტს აზიარებს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლოცვებში სხ...
1778571810
ახალი ამბებიყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია
ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურე...
1778571264
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელ...
1778568448
ახალი ამბებიპატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
ახლად არჩეული პატრიარქის მეუფე შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრ...































