ავთანდილ ცინცაძე: ოპოზიცია უსაგნოდ საუბრობს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი დღის წესრიგია ხალხის გვერდით დგომა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.
როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ ვის ენდობა მოსახლეობა.
„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან მოვისმინეთ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რასაც შევპირდით მოსახლეობას და საერთოდ არაფერს არ ვპირდებოდით ხალხს. არადა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ საარჩევნო პროგრამა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე. არცერთ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს პროგრამა არ წარუდგენიათ. ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ როგორი არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ და რა შედეგი დადგა არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საარჩევნო დაპირებების შესრულების დღევანდელ ფაქტზეც შესახებ ისაუბრა, როდესაც დედაქალაქის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს ბინები გადასცა.
„ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეების ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. დღეს 60 ოჯახს დედაქალაქის მერმა ბინები გადასცა. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებზე ვსაუბრობ. ხომ ვერ მეტყვით, რომელმა გუნდმა მოახერხა ამ ხალხის ბინებით დაკმაყოფილება? რომელი მერის პირობებში მოხდა 2500 ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა? ამ ოჯახებს დღეს კიდევ 60 ოჯახი შეემატა. დარჩენილია კიდევ 500-მდე ოჯახი და მათაც აუცილებლად გადავცემთ ბინებს.
ოპოზიცია უსაგნოდ საუბრობს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი დღის წესრიგია ხალხის გვერდით დგომა“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
1771941460
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ცდილობდნენ, ესკალაციაში შესულიყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ბოლო წერტილი იქნებოდა ომში ჩართვა - ახლა უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და თურმე, რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ცინიზმია
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რუსეთთან მიმართებაში დასავლელი ლიდერების შეცვლილ რიტორიკას აფასებს. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლისთავზე ევროპის უსაფრთხოების არქ...
1771941058
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თქვენ ქართულ საზოგადოებას აწვდით სიმართლეს და სწორედ იმიტომ, რომ ბრიტანეთს ეს არ მოსწონს, გადაწყვიტეს, რომ უნდა დაასანქცირონ, ტელევიზიები და ბოლოს თავად სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას სიმართლეს ეუბნებიან
ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიებისთვის სანქციების დაწესებას თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას უწოდებს. ამ თემაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაშ...
1771938854
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6742 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771938836
ახალი ამბებიუკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია - სუსი
2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ი...
1771938300
ახალი ამბები„ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები“ - მაჭავარიანი
„შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის...



























