„ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები“ - მაჭავარიანი

„შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის ბატონი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე, ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც 2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე კონსერვატიული შინაარსის ფეისბუკ პოსტებისთვის დაიჭირეს, აგრეთვე ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც დეპუტატი წერს, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში კვლავ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

„რადგან კონკრეტული ტელევიზიები არ იტყუებიან, რომ მაგალითად:

- უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს ამარცხებს

- ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს

- უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებენ

- უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებენ

- უკრაინა კორუფციაში არ იხრჩობა

- უკრაინაში ქალაქები და სოფლები არ არის მიწასთან გასწორებული

ბრიტანეთმა ამ ტელევიზიების დასანქცირება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბორის ჯონსონმა, ჩაშალა უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომი დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში უნდა დასრულებულიყო. მან მოატყუა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა და უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის ბატონი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე, ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც 2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე კონსერვატიული შინაარსის ფეისბუკ პოსტებისთვის დაიჭირეს, აგრეთვე ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები.

დღეს კი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში კვლავ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს ლევან მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771938626

ახალი ამბები

ავთანდილ ცინცაძე: ოპოზიცია უსაგნოდ საუბრობს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი დღის წესრიგია ხალხის გვერდით დგომა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან...

ავთანდილ ცინცაძე:

1771938045

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა

„ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგ...

გიორგი გაბუნია

1771936715

საზოგადოება

პროკურატურამ იანვარ-თებერვალში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყო...

პროკურატურა

1771935940

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1771935356

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება

„დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების,...

გივი მიქანაძე