რევაზ კარანაძე ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ - ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება
დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე საუბრისას.
დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე საუბრისას.
„დასანქცირების ეს ნაბიჯი არის არასერიოზულია და გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი "ბიბისის" წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ქიმიური იარაღის გამოყენებაში. აქედან გამომდინარე, ამას აქვს ერთი მიზეზი, რომ მოხდეს უფრო დიდი ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობაზე და აზრის ფორმირებაზე, გადაწყვიტეს დაასანქცირონ „იმედი" და „პოსტივი" ამ მოცემულობაში. ეს არის წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი“- განაცხადა რევაზ კარანაძემ.
მისი თქმით, თუნდაც იყოს სხვადასხვა შეხედულებები ტელევიზიებში, ამის გამო დასანქცირება ტელეკომპანიების, ეს არის ჩვეულებრივი ცენზურა.
"ეს ურტყამს მედიის თავისუფლებას. "ბიბისი" იყო, ის ტელეკომპანია, რომელიც იყო, სწორედაც რომ პროპაგანდისტი ერაყში ომის დაწყებისა და ამტკიცებდა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა სიცრუე. ბრიტანეთი, სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით არის ერთ-ერთი მოწინავე. პოსტების და აზრის გამოთქმის გამო, აპატიმრებენ და ასანქცირებენ ადამიანებს. ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება და ჩვენდამი კოლონიალისტური მიდგომა. ვასანქცირებ სხვა ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას - ეს არის ცენზურა. სხვათა, შორის, "ბიბისი" იმ ძალებს, რომლებიც დღეს უკრაინის მხარეს იბრძვიან, რამდენიმე წლის წინ, სანამ ომი დაიწყებოდა, ნეონაცისტურ ჯგუფებად რაცხავდა. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც ამომრჩეველში კიდევ უფრო გამყარდება."- განაცხადა კარანაძემ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
1771944184
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა. ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება. გორდულაძე ამბობს, რომ დღეს უკვე ნათელია, რომ „იმედი“ გარ...
1771943842
მსოფლიოდიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად
დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი, რომლის დედასაც გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. ლონდონისა და ოქსფორდის ქირურგებმა, რომლებმაც ქალს საშვილოსნო გადაუნერგეს და დედას ორსულობისა და მშობია...
1771943009
მსოფლიოGB News: კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა -...
1771941460
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ცდილობდნენ, ესკალაციაში შესულიყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ბოლო წერტილი იქნებოდა ომში ჩართვა - ახლა უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და თურმე, რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ცინიზმია
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რუსეთთან მიმართებაში დასავლელი ლიდერების შეცვლილ რიტორიკას აფასებს. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლისთავზე ევროპის უსაფრთხოების არქ...
1771941058
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თქვენ ქართულ საზოგადოებას აწვდით სიმართლეს და სწორედ იმიტომ, რომ ბრიტანეთს ეს არ მოსწონს, გადაწყვიტეს, რომ უნდა დაასანქცირონ, ტელევიზიები და ბოლოს თავად სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას სიმართლეს ეუბნებიან
ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიებისთვის სანქციების დაწესებას თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას უწოდებს. ამ თემაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაშ...




























